|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სწრაფი სესხების მომავალი ტრენდი [R]

სწრაფი  სესხები  ბოლო პერიოდში აქტიურად დამკვიდრდა ქართულ  ბაზარზე  და არც მომხმარებლის ნაკლებობას უჩივის. მომსახურება განვითარდა, დაიხვეწა და კომპანიების რაოდენობამაც იმატა. თავდაპირველად,  სწრაფი სესხის ლიმიტი 1500 ლარამდე იყო, თუმცა მიმწოდებლებმა  მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე,  თანხის რაოდენობა გაზარდეს და  დღეისათვის  სესხის აღება  3000 ლარამდეა  შესაძლებელი.  ცვლილება შევიდა  სესხის გაცემის პერიოდშიც, თუ აქამდე კრედიტის დაფარვა 30 დღის განმავლობაში ხდებოდა,  გადახდის  ვადა  2 წლამდე გაიზარდა.  სწრაფი სესხები ბევრ კომპანიაში გაიცემა, თუმცა არჩევანი გასაკეთებლად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, კრედი კი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გაეცნოთ ყველა სანდო საკრედიტო კომპანიის შეთავაზებას და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პროდუქტი.

რატომ გახდა   ონლაინ  სესხები მომხმარებლისათვის მიმზიდველი? – ამ საკითხზე ექსპერტები ბევრს მსჯელობენ,  თუმცა ძირითადად  3 მარტივ   კომპონენტამდე მიდიან:

  • სიმარტივე – სესხის ასაღებად აღარაა საჭირო უამრავი პროცედურის გავლა;
  • სისწრაფე - დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და სესხის ონლაინ რეჟიმში აღება;
  • კომფორტი - დროის დაზოგვის მიზნით, სახლიდან გაუსვლელად, რიგში დგომის გარეშე შესაძლებელია სასურველი თანხის მიღება.

საფინანსო სისტემის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას  გულისმობს, ამიტომ ეკონომისტები   ონლაინ  სესხების  მომავალზეც მსჯელობენ.  რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ მომსახურებას?  სადამდე შეიძლება მივიდეთ? ექსპერტები  რამდენიმე პუნქტს  გამოყოფენ:

 

სხვადასხვა პროდუქტის შეთავაზება

თუ ბანკებში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სესხის აღება ( ავტო, იპოთეკური,  სამომხმარებლო და ა.შ), ონლაინ სესხებს  მხოლოდ ორი შეთავაზება აქვთ – მოკლევადიანი ან გრძელვადიანი სწრაფი სესხი.  ამიტომ, სამომავლოდ ექსპერტები ვარაუდობენ,  რომ მრავალფეროვნებისთვის შესაძლოა მომსახურების სპექტრი გაფართოვდეს. კომპანიები რაც უფრო სრულყოფილად დააკმაყოფილებენ თითოეულ მომხმარებელს,  მით უფრო დიდ  პოზიციას დაიკავებენ  ბაზარზე.

რეგულაციები

თავდაპირველად,  როდესაც ონლაინ სესხები ქართულ ბაზარზე გამოჩნდნენ, კომპანიები რეგულაციების გარეშე, თავიანთი თამაშის წესებით  ოპერირებდნენ.  როდესაც ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე დაბალია და მოკლევადიან პერიოდში მისი ამაღლება რთულია,  საჭირო გახდა გარკვეული ჩარჩოების დაწესება. საქართველოს მთავრობამ ონლაინ სესხებისთვის და ბანკებისთვის ახალი კანონი შეიმუშავა,  რაც გულისმობს იმას რომ პირგასამტეხლო და ზედა საპროცენტო წლიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 %-ზე მეტს.   რეგულაციებმა არ უნდა შეაჩეროს ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების ბიზნეს საქმიანობა, მაგრამ  აუცილებლად უნდა მოხდეს მომხმარებლების უფლებების გათვალისწინება,  აქედან გამომდინარე,  ექსპერტები ვარაუდობენ რომ შესაძლოა სამომავლოდ,   რეგულაციების  უფრო მეტად გამკაცრდეს.

ბანკებთან თანამშრომლობა

თუ ბანკების  უპირატესობა იმაში მდგომარეობს,  რომ მათ კლიენტების დიდი ბაზა გააჩნიათ, ონლაინ გამსესხებლები აქცენტს  სისწრაფეზე აკეთებენ. ყველა კუთხით კონკურენცია დიდია,  ამიტომ   ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  შესაძლებელია  მომავალში კომპანიებმა ბანკებთან საერთო კაპიტალი გამონახონ და  თანამშრომლობა დაიწყონ.

საკითხის სწორად შესწავლის და კონკურენციის გამო, ბანკებმაც გადაწყვიტეს რომ პროცესებს ფეხი აუწყონ  და დაიწყეს ციფრული არხების განვითარება.  რამდენად „გაუსწრებენ“  ისინი სწრაფი სესხების გამცემ კომპანიებს ონლაინ სერვისის მიწოდებით, ეს მომავლის საქმეა,  თუმცა დღესდღეობით,   ინტერნეტ სივრცე აჭრელებულია სხვადასხვა სარეკლამო რგოლებით, რომელიც მომხმარებელს მომსახურებით სარგებლობისაკენ მოუწოდებს.  თუ გაინტერესებთ სწრაფი სესხები  და ჯერ  კიდევ არ გადაგიწვეტიათ რომელი კომპანიის შემოთავაზებით  ისარგებლოთ,  მაშინ  ეწვიეთ  Credy.ge-ს და ერთ სივრცეში შეარჩიეთ  თქვენ სურვილებზე  მორგებული სესხი. 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა