თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა
ქართველი პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი კახა მეჭიაური ავრცელებს.
თამაზ მეჭიაურს კორონავირუსი გაურთულდა, რის გამოც რამდენიმე დღე ხელოვნურ კომაში იმყოფებიდა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
მან 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა ქართული ოცნება და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“.
2017 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა და კენჭს იყრიდა № 11 სამაჟორიატურო ოლქში, სადაც 2613 ხმა (5,15%) მიიღო მან დამარცხების მიზეზად არჩევნების ტოტალური გაყალბება დაასახელა.
ავტორი: ნიუპრესი