თანამედროვე სავაჭრო მოწყობილობები კომპანია GSN-სგან
სავაჭრო ობიექტის მუშაობა შესაბამისი მოწყობილობების გარეშე წარმოუდგენელია. თუ მაღაზიაში არ არის ელექტრონული სასწორი, სალარო აპარატი ან შტრიხკოდის სკანერი, რა თქმა უნდა, ბიზნესი ვერ იფუნქციონირებს.
უკვე 11 წელია, საქართველოში ოპერირებს კომპანია „ჯიესენი“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს - სალარო აპარატებს, პოს აღჭურვილობას, პრინტერებს და სხვა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია მაღალი ხარისხისაა და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მისი მომხმარებელი უკვე არაერთი კარგად ცნობილი სავაჭრო ობიექტია.
სალარო აპარატი
„ჯიესენს“ სალარო აპარატების ფართო არჩევანი აქვს. ერთ-ერთი გამორჩეული და მოსახერხებელი მოდელია Daisy Compact S, რომელიც ყველაზე მცირე ზომის სალარო აპარატია და აქვს ბევრი ფუნქცია: ჩაშენებული ელემენტი, წარმოუდგენლად სწრაფი და ჩუმი პრინტერი, ანდროიდის დამტენი, განათება და შესაძლებლობა, იმუშაოს შეზღუდული ხილვადობის პირობებში.
რაც მთავარია, იგი არის ძალიან მსუბუქი და მოსახერხებელი, იწონის მხოლოდ 300 გრამს და შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისათვის: საკურიერო სერვისი, სასურსათო მაღაზია, ბაზარი, სილამაზის სალონი, მარკეტი და სხვა.
„ჯიესენში“ ასევე წარმოდგენილია სალარო აპარატების შემდეგი მოდელები: Daisy Expert SX, ZIT B20, Daisy Compact M, და Daisy Expert. თითოელი მათგანი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით.
პოს აღჭურვილობა
პოს სისტემებს უდიდესი როლი აკისრიათ სავაჭრო ობიექტების გამართულად ფუნქციონირებაში. ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია Micropos B15S-II. ესაა კომპიუტერი სენსორული ეკრანით, რომელსაც აქვს დახვეწილი დიზაინი და მოლარე ოპერატორისათვის გამოსაყენებლად მარტივია. Micropos POS სისტემის 15 დუიმიანი სენსორული ეკრანი მუშაობის პროცესში არ იკაწრება - ინარჩუნებს პირველად სახეს. მასზე შესაძლებელია მიერთდეს ნებისმიერი ტიპის შტრიხ სკანერი, ფულის ყუთი, თერმული თუ ფისკალური პრინტერი და რა თქმა უნდა, სალარო აპარატი, რომლიდანაც ავტომატურად ამოიბეჭდება ჩეკი მასში ჩატვირთული საცალო/საბითუმო მომსახურების პროგრამის მეშვეობით.
პრინტერები
„ჯიესენში“ შესაძლებელია როგორც თერმული, ასევე ფისკალური პრინტერის შეძენა. თერმული პრინტერი კომპაქტური და ერგონომიული დიზაინით გამოირჩევა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ცალკე დასადგამ პრინტერად, ისე კედელზე დასამონტაჟებელ მოწყობილობად სივრცის დაზოგვის მიზნით. აქვს ქაღალდის დაზოგვის რეჟიმი.
ფისკალური პრინტერი Daisy FX 1300 გახლავთ მოწყობილობა, რომელშიც გაერთიანებულია სალარო აპარატი და თერმული პრინტერი. შეგიძლიათ შეიძინოთ 1 მოწყობილობა 2-ის ფუნქციით და დაზოგეთ ფინანსები და სამუშაო სივრცე. Daisy FX 1300 არის მაღალი კლასის ფისკალური პრინტერი ჩუმი და სწრაფი ბეჭდვის მეთოდით.
ექსპრეს სერვისის
სავაჭრო მოწყობილობების გარდა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დამატებით სერვისს - „ჯიესენ ექსპრესს“. სერვისი გულისხმობს სალარო აპარატის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას. სერვისის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ტენკოსებით დაკომპლექტებული გუნდი მოგემსახურებათ მისამართზე და უმოკლეს დროში დაგეხმარებათ სალარო აპარატთან დაკავშირებულ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. ჯიესენ ექსპრესი მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დროსა და ხარჯებს.
„ჯიესენი“ ყოველთვის ინარჩუნებს ხელმისაწვდომ ფასებსა და მაღალ ხარისხს. კომპანია ორიენტირებულია სიახლეების დანერგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე თითოეული მომხმარებლისათვის.
ავტორი: ნიუპრესი