|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანხა შვილის სამკურნალოდ ჭირდებოდა - რას აცხადებს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი?

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ პირის ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს  სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

 მათი თქმით, დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს, სადაც გრიგოლ ნარსიამ განაცხადა, რომ დაზიანება აყვანის დროს მიიღო, თუმცა მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

დაკავებულს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. მან ყაჩაღური თავდასხმის მოტივზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხა, შვილის სამკურნალოდ ჭირდებოდა.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებული მძევლების აყვანას არ აპირებდა, თუმცა გასრილის შემდეგ ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ის იძულებული გახდა, შენობაში დაბრუნებულიყო.

მისი მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო და ეფექტისთვის ქონდა.

ავტორი: ნიუპრესი