ტაქსით გადაადგილებისას 3 პირზე მეტის აკრძალვა მოიხსნა
ტაქსით მძღოლის ჩათვლით 3 პირზე მეტის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა. შესაბამისი შეზღუდვა მთავრობას ჰქონდა დაწესებული.
ცვლილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში 23 მარტს შევიდა.
ამჟამად ძალაში რჩება მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, პირბადით იყვნენ აღჭურვილნი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

17:26
21:51
11:34
15:17
15:16
















