|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვის სამინისტროს სუ-25-ის კატასტროფის შედეგად პოლოტი დაიღუპა

დღეს, 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა  კატასტროფა განიცადა.

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.


უწყების ცნობით, აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს.

 შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.55%
გაუარესდა - 52.73%
არ შეცვლილა - 12.73%
სულ - 110 ხმა