თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პატიმრობიდან გათავისუფლდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, პოლიტიკოსები და ახლობლები დახვდნენ,
ჟურნალისტების კითხვის პასუხად მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს.
"პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. ეგ არ არის ჩემი საქმე, აი აგერ მიდგას გვერდით მიზანი და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა. მე კითილსინდისიერად ვემსახურე ჩემს ქვეყანას, 41 წლის ვარ და სხვა მე არაფერი მიკეთებია, ვის რა როგორ ესმის, ეგ სხვა საკითხია ", - განაცხადა ახალაიამ.
ის გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ გაოცებულია უკრაინელების სიმამაცით.
"გაოცებული ვარ ამ ხალხით და თუ შეიძლება დღეს ასე ითქვას, ცოტა მშურს", - განაცხადა ახალაიამ.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.
ავტორი: ნიუპრესი