|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი დემოკრატები" ხუთმა ლიდერმა დატოვა

პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიიდან ამჯერად ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი მიდიან.

შესაბამისი განცხადებები აღნიშნულმა ხუთეულმა თავად გააკეთა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება. აღნიშნულს თავად ვიქტორ დოლიძე უარყოფს.
"არანაირი მაგდაგვარი საუბარი არ ყოფილა. არანაირი შემოთავაზება არ არის“, - განაცხადა დოლიძემ.


როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ალასანიამ აღნიშნა, ”თავისუფალი დემოკრატები” განახლებას და რეორგანიზაციას იწყებს. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი