"თავისუფალი ზონის" წევრებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
"თავისუფალი ზონის" წევრებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ბრალი სსკ-ს 239-ე მუხლით წარედგინათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავისუფალი ზონის წევრები პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, რა დროსაც მათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
განაჩენს "თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აპროტესტებენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















