თბილისი–ფოთი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგი იცვლება
13 მაისიდან, თბილისი–ფოთი–თბილისის რეისზე განრიგი იცვლება.
მატარებლების მოძრაობის დრო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მატ.# | დანიშნულება | გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა | ||
872/871 | თბილისი-ფოთი | 06:40 | 12:12 | 13:00 | 18:40 |
გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია. აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
[R]
ავტორი: ნიუპრესი