თბილისის “ბიგ-ბენდი” დღეს კონცერტს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართავს
თბილისის “ბიგ-ბენდი” ქუთაისში დღეს კონცერტს გამართავს. თბილისის ორკესტრი ახალ ნაწარმოებებს, მსოფლიო ჰიტებს და ქართულ სიმღერებს შეასრულებს.
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ‘’ბიგ-ბენდი" ქუთაისს გვირილობის ფარგლებში ეწვევა. ჯაზ ბენდის შემადგენლობაში არიან მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, თემურ საჯაია, ვასიკო დოლიძე.
კონცერტი 20 საათზე დაიწყება.
კონცერტი ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, რისთვისაც ავტომობილებისათვის გზა გადაკეტილი რჩება.
ბიგ ბენდის კონცერტი ქუთაისში 2 წლის წინაც გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი