|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისსა და ბათუმში პოლიციამ გუშინ 17 პირი დააკავა

თბილისსა და ბათუმში პოლიციამ  გუშინ 17 პირი დააკავა. 

ბათუმში დაკავებულია 8 პირი, მათგან ერთი არასრულწლოვანია. დაკავებულებს შორის არიან ელენე ხოშტარია , გიორგი კირთაძე და ლუკა ნაცვლიშვილი.

თბილისში რესტორან „ბაბილოსთან“ გამართული საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა  9 პირი დააკავეს. 

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულები ამ დრომდე იზოლატორებში რჩებიან.

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.77%
გაუარესდა - 52.03%
არ შეცვლილა - 12.2%
სულ - 123 ხმა