|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან მსვლელობით შეუერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას დღეს ქუთაისიდანაც უერთდებიან. მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ და დედაქალაქში ერთობლივარ გაემგზავრებიან.

მათი თქმით, გმობენ ძალადობას, რაც განხორციელდა წუხელ, ასევე აპროტესტებენ „უცხოური გავლების გამჭვირვალობის“ კანონპროექტს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, იბრძოლებენ, ვიდრე ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

"მივდივართ თბილისში და ვუერთდებით აქციას. შეუძლებელია, არ დადგე იმ ხალხის გვერდით, ვინც ამდენი დღეა აპროტესტებს კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და გაგვხდის რუსეთის ნაწილად. ხელისუფლება უნდა გავუშვათ და ძალაუფლება ხალხს დავიბრუნოთ. ვიბრძოლებთ, ვიდრე კანონპროექტს არ გაიწვევენ", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ნიუპრესი