თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან, აქციაზე წასვლას აპირებენ ქუთაისიდან და იმერეთიდან.
აქცია 24 ნოემბერს საღამოს რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და რუსთაველზე, პარლამენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგგმილი.
როგორც ცნობილია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია და ბარიერგადალახული ოთხი პარტიდან არავინ აპირებს პარლამენტის სხდომაზე დასწრებას და მისთვის ლეგიტიმაციის მიცემას.
ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან ღამის გათენებას და საპროტესტო კორდონის მოწყობას გეგმავენ.
დაჭერებს აანონსებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს".
ავტორი: