თბილისში გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა
თბილისში დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. მცირეწლოვნის მდგომარეობა კრიტიკულია. ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ქალი კი სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
დაშავებულია კიდევ ერთი კაცი, რომელიც აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა