|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში, მწერალთა სახლში ირაკლი მაჩიტაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში,  მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა სახლში ირაკლი მაჩიტაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს მოდერატორობას პოეტი პაატა შამუგია უწევდა.  

დებიუტანტი მწერლის წიგნი აუდიტორიას "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობის ხელმძღვანელმა თინა მამულაშვილმა წარუდგინა.

„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“, ასე ქვია წიგნს, რომელიც როგორც დეტექტიურ სიუჟეტს, ასევე თრილერის და ფანტასტიკის ჟანრსაც შეიცავს. 

 საინტერესო და თანამედროვე თემატიკა, თხრობის დახვეწილი მანერა მკითხველს გულგრილს არ ტოვებს და წიგნის ერთი ამოსუნთქვის წაკითხვას აიძულებს.

რაც შეეხება ნაწარმოების სახელწოდებას, ის დაკავშირებულია კომპიუტერის ოპერატიული სისტემის ფუნქციონირების შეჩერებასთან, რაც ინგლისურად  არის  - BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა „იჭედება“ და საჭიროებს გადატვირთვას.
მწერლის თქმით, მსგავსი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რაც სამუდამოდ ცვლის მის მსოფლმხედველობას, ხოლო მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა,  მსოფლიოც შეცვალოს.
 
ირაკლი მაჩიტაძეს კარგად იცნობენ ქუთაისში, ის რადიოსადგურის, „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. წიგნის პრეზენტაცია უკვე გაიმართა ქუთაისში. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა