''თეატრალური იმერეთი 2018''-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ქუთაისში თეატრალური ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2018" დასრულდა. დღეს ჟიურმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალის დახურვას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქის და მხარის პირველ პირებთან ერთად დაესწრო.
ახალგაზრდული ჟიურის რჩეული წყალტუბოს თეატრი გახდა.
მაყურებლის რჩეულის ნომინაციაში სამტრედიის თეატრმა გაიმარჯვა.
ბავშვთა ესთეტიკური აღზრდისთვის პრიზი ტყიბულის მეექვსე საჯარო სკოლის დასს გადასცეს.
უცხოური დრამატურგიის საუკეთესო თარგმნისთვის პრიზი სამტრედიის სახალხო თეატრის რეჟისორს ლოლიტა ჯორჯიკიას გადაეცა.
ქალის როლის ეპიზოდური შესრულებისთვის ბაღდათის თეატრის მსახიობი ლელა ჭრელაშვილი დაჯილდოვდა.
მამაკაცის ეპიზოდური როლის შესრულებისთვის პრიზი წყალტუბის თეატრის მსახიობს დავით ხიჯაკაძეს გადაეცა.
ახალგაზრდა ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი გახდა მარიამ ტაბატაძე საჩხერის თეატრიდან.
ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ ხონის თეატრის მსახიობი დემურ საღარეიშვილი და ვანის თეატრის მსახიობი ამირან შარაშენიძე.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ხარაგაულის თეატრის მსახიობი ირინე ჭელიძე.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ბაღდათის თეატრი მელიტონ ჯაფარიძე.
საუკეთესო მხატვრული გაფორმებისათვის ბაღდათისა და წყალტუბოს თეატრები დაჯილდოვდნენ.
სპექტაკლის ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტა და მუსიკალური გაფორმებისათვის ხონის თეატრი შეირჩა.
ნომინაციაში- ორიგინალური სცენიური გაფორმება ვანის თეატრმა გაიმარჯვა.
საუკეთესო რეჟისურისთვის თერჯოლის თეატრის რეჟისორი მამუკა ცერცვაძე დაჯილდოვდა.
ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი - პრიზი საჩხერის თეატრს სპექტაკლისათვის "მეფე ლირი" გადაეცა. გამარჯვებული კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დააჯილდოვა.
მინისტრმა გაწეული 50-წლიანი საქმიანობისთვის ჭიათურის თეატრის მსახიობი იზოლდა ჯიშკარიანი დააჯოლდოვა, მას უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა.
ფესტივანის ორგანიზატორს ლევან როხვაძეს კი საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი გადაეცა.
ფესტივალი წელს მეცხრედ იმართება და მასში იმერეთის მუნიციპალიტეტის დასები, ასევე ქუთაისის თოჯინების ნიღბების თეატრალური დასები, დამოუკიდებელი დასი და პოლონეთის და ბაქოს თეატრები მონაწილეობდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა