|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეატრის მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა"

ტყი­ბულ­ში, ღია მო­პო­ვე­ბის ქვა­ნახ­ში­რის კა­რი­ერ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ორი მუშა კა­რი­ე­რი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. 

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ტყი­ბულ­ში დღეს დი­ლით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ჯა­ლა­ღო­ნი­ას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე კა­რი­ერ­ზე მოხ­და, რო­მე­ლიც ინდ. მე­წარ­მეს აქვს აღე­ბუ­ლი იჯა­რით. ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან - 27 წლის სან­დრო ბუ­ცხრი­კი­ძე და 65 წლის ტი­მო­შა გაბ­რი­ა­ძე. მე­სა­მე  გა­დარ­ჩა.

სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის თეატრის მსახიობი იყო, ის პარალელურად შახტში მუშაობდა.

"ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, სა­მა­გა­ლი­თო. მსა­ხი­ო­ბი იყო, ტყი­ბუ­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, შტა­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, თე­ატ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად შახ­ტა­ში მუ­შა­ობ­და.სულ ცოტა ხნის წინ, ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში მი­იწ­ვი­ეს სა­მუ­შა­ოდ, სცე­ნა­რის­ტი გახ­ლდათ, მაგ­რამ დაბ­რუნ­და ტყი­ბულ­ში. ამ­ბობ­და, და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და, თბი­ლის­ში ვერ გავ­ძე­ლი და ისევ ტყი­ბულ­ში ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა მირ­ჩევ­ნი­აო. სპე­ლე­ო­ლო­გი­ით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, როცა ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ტყი­ბულ­ში, მღვი­მე­ებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­და და უნ­დო­და მაგ კუ­თხით ემუ­შა­ვა უფრო აქ­ტი­უ­რად მე­გობ­რებ­თან ერ­თად"-განაცხადა მა­ნა­ნა ხე­ცუ­რი­ა­ნმა.

ambebi.ge

 

ავტორი: ნიუპრესი