|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტენდეცია კეთილსაიმედოა, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია - გაბუნია კოვიდდინამიკაზე

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის გავრცელების დინამიკასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე.

თამარ გაბუნია განმარტავს, რომ აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება.

„ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მიმდინარე და მომავალ კვირას, შესაძლოა,  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა