"ტენდერი შეწყდა მას შემდეგ, როცა ვნახეთ, ვინ იყვნენ მონაწილეები"
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" ბრალდებას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერი პრედედენტების ნახვის შემდეგ შეწყვიტეს. მათივე განმარატებით, კანონი არ დაურღვევიათ.
,,პირველ რიგში მინდა, გითხრათ, რომ ტენდერი შეწყდა სატენდერო კომისიის მიერ არა ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე, არამედ დასრულების დღეს, მას შემდეგ, როცა ვნახეთ, ვინ იყვნენ პრედედენტები. ამიტომ მცდარია ის, რომ შევწყვიტეთ მაშინ, როცა ჩვენ ეს გვინდოდა. თუმცა ორგანიზაციას ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია შეწყვიტოს ტენდერი. ათი დღით ადრე შეთანხმების ვალდებულება, არ ვიცი, საიდან მოიტანეს. მსგავსი რამ ჩვენთვის არ არის ცნობილი. ეს ყველაფერი ელექტრონულად ხდება პორტალზე და ცნობილია ყველასთვის, როდესაც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ააიპის შექმნის, მას ჰქონდა დადებითი მხარეები. შეგვემცირებინა ხარჯები, გვყოლოდა ჩვენი ტექნიკა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, უფრო უპრიანი იყო ააიპის შექმნა, რითაც გაცილებით დიდ ეკონომიას მიიღებდა ქალაქი. სწორედ ამიტომაც ტენდერი შეწყდა. ცალსახად შემიძლია გითხრათ, არა თუ შესყიდვების კანონი არ დაგვირღვევია, არამედ არც პრედედენტების უფლებები დარღვეულა. ეს ყველაფერი ისე დასრულდა არანაირი ხარჯი არ გაუწევიათ პრედედენტებს. რაც შეეხება შეტყობინებას, ეს კანონი 9 თებერვლიდან შედის ძალაში და ეს ჩვენთვის ცხადია, ცნობილია, თუმცა ახლაც ასე რომ იყოს მსგავს დარღვევას და ვალდებულების იგნორირებას ადგილი არ ჰქონია,"-განაცხადა მერიის შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან ჩინჩალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ დარღვევაში დაადანაშაულა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი