|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თენგიზ ცერცვაძე იმერეთის კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, COVID-19-თან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში იმერეთის რეგიონის სამხარეო ხელმძღვანელობას და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე COVID-19-ით ავადმყოფების მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები განიხილეს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მოსალოდნელ მეოთხე ტალღაზე ისაუბრა.
"პიკს ჩამოვცდით, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანია. მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც მეორე და მესამე ტალღა იყო. დამიჯერეთ, სექტემბრისთვის საქართველოც იქნება ქვეყნებს შორის, რომელსაც მოსახლეობის 2/3-დი აცრილი ეყოლება" - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა