|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტერფის კვლევა და დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”

ბრტყელტერფიანობა ვიზუალურად ადვილად აღმოსაჩენია, მაგრამ დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა კომპიუტერული კვლევით ხდება. ეს პროცესი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება, რადგან ტერფზე არსებული პრობლემების შესახებ კვლევა დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ეს კი თავისთავად მედიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მკურნალობა ეფექტურად წარმართონ და სწორი დიაგნოზი დასვან. ტერფის კვლევის შედეგად ზუსტი მონაცემები დგინდება:

 

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს პლანტოგრაფიას - ტერფის კომპიუტერულ გამოკვლევას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას. ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის იტალიური ინოვაციური ბრენდის - Diassu-ს, აპარატით ტარდება, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ამის საფუძველზე კი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის შესაძლებელია სპეციალური ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება, რაც ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. 

ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ჩატარება მიზანშეწონილია 4-5 წლის ასაკიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი 4-დან 8 წლამდეა. ბავშვებში ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21კგ-ს. ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად მოსულ პაციენტს სასურველია, თან ჰქონდეს ერთი ან ნახევარი ზომით დიდი, სქელ-ძირიანი, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, რომელსაც ეხსნება ლანჩი. სწორი და დროულად დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვან შედეგს იძლევა ბრტყელტერფიანობის დროს. 



ავტორი: ნიუპრესი