|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტერფის კვლევა თანამედროვე მეთოდებით “ახალ ხედვაში”

 ტერფის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია  ბრტყელტერფიანობა.   ეს პრობლემა ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება ან  სახსროვანი და კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტე ახასიათებთ. მნიშვნელოვანია, რომ დაავადებას თავიდანვე მიექცეს ყურადღება, რადგან ტერფზე არსებული პრობლემები ხშირად სხვა დაავადებების წარმოქმნას უწყობს ხელს. ამიტომ აუცილებელია ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება. კვლევამდე გაითვალისწინეთ:

 

ტერფის კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. ტერფის კომპიუტერული კვლევის ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

  •  ბრტყელტერფიანობა;
  •  პროფესიული და სპორტული ტერფი;
  •    დიაბეტური ტერფი;
  •   ტერფმრუდობა;
  •   ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
  •  აქილევსის მყესის ანთება;
  •  ქუსლის დეზი;
  •  პლანტარული ფასციიტი;
  • მძიმე ფეხის სინდრომი (ორსულთა ტერფი, ვენური უკმარისობა, ლიმფოსტაზი).

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრი მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია ტერფის კომპიტერულ კვლევასა და ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, ეს გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დათვალიერებას. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს - შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში, რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ: 577 125 750 ან ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: akhalikhedva.ge




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა