|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭი, შესაძლოა, მამას შემოაკვდა

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

 ადგილობრივების ვერსიით, შესაძლოა, მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა.

მათი თქმით, ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახშიც განიხილავენ, სადაც ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებული ძალადობდა, როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა შესაბამის ორგანოს არავინ მიმართა. სოფელ ძევრში მერიის წარმოამდგენლის ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მან ძალადობის შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში,  პოლიციას აცნობებდა.

მისი თქმით, მამაკაცს იცნობდა, მაგრამ არ იცოდა ოჯახში როგორი იყო.

რწმუნებული პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებმაც ინფორმაცია დამალეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

 გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა