|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება

 თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება,  ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოხდება. საწარმოს მშენებლობისათვის 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციედება.  ახალი საწარმო 70 ადამიანის დასაქმებას შეძლებს და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. 


მათივე ინფორმაციით,  ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ექსიმგრუპს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ კვახჭირში მდებარე 33 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.


ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 000 ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საწარმო ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძენს, ხოლო პროდუქცია სრულად გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ექსპორტის ზრდას და დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებას.


შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში 15,500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ავტორი: