თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს დღეს დაკრძალავენ
თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს დღეს დაკრძალავენ. გამოძიების ინფორმაციით, ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით საკუთარ ეზოში დაასრულა. მას სოფლის მღვდელმა დღეს წესი აუგო.
"დედის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მოხდა გამონაკლისის დაშვება. მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას", -განაცხადეს სასულიერო პირებმა.
შეგახსენებთ, დაკრძალვა რამდენიმე დღით დედის ჩამოსვლამდე გადაიდო. საბერძნეთში მყოფი ქალი სამშობლოში საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამაა დაკავებული. ის ბრალს არ აღიარებს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი