|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის დედა საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვა

თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის დედა საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვა.

ბავშვის ბებიის ინფორმაცით, როგორც მას ეუბნებიან, მისი შვილი ქვეყანაში ხვალ უნდა დაბრუნდეს და ბავშვს სამშაბათს დაკრძალავენ.

როზა ბოგვერაძე კვლავ აცხადებს, რომ თვითმკვლელობის არ ჯერა. მისი თქმით, ბავშვი დას 200 ლარიანი დახმარების განაცხადის შევსებას თხოვდა და თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავისთვის უთხოვია, რაც მომხდარში საეჭვო გარემოებაა.

ბებია პოლიციაში გამოკითხვაზე სამჯერ ყავდათ. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. თერჯოლაში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს ნახეს. მომხდარის გამო მამა დააკავეს. დედა საბერძნეთიდან დაბრუნებას ვერ ახერხებდა, ოჯახმა დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა