თერჯოლაში ინფიცირებული 65 წლის ქალის მეზობლებს ახალი ვირუსი დაუდასტურდათ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. კორონავირუსი ინფიცირებული 65 წლის ქალის მეზობლებს აღმოაჩნდათ.
ცოლ-ქმარი კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ ქალთან და ახლა მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში აგრძელებენ.
ადგილობრივების ნაწილის ინფორმაციით, მომხდარის გამო შეშინებული არიან, რადგან ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი ქონდათ და არ გამორიცხავენ, შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს. ადგილობრივები ასევე უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ დრომდე უბანში ეპიდემიოლოგები არ მისულან და ოჯახებში დეზინფექცია არ ჩატარებულა.
თერჯოლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულეთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში არიან. მათივე ინფორმაციით, უბანში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თერჯოლაში ზომების გამკაცრება არ იგეგმება, რადგან მდგომარეობა კონტროლირებადია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი