|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

თერჯოლაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.  სოფელ ჩხარში და სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ,,სახლდაზიანების“ ფარგლებში აშენდა.

 იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და საჭიროების შემთხვევაში გვერდით დგომას დაპირდა.

 სოფელ ჩხარში სახლი გადაეცა ფანჩულიძეების ოჯახს. დღემდე ბებია და შვილიშვილი დაზიანებულ ხის სახლში ცხოვრობდნენ. შენობა რეაბილიტაციასაც არ ექვემდებარებოდა. ასევე, საჭიროებდა დახმარებას სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები არაბიძეების ოჯახი. დედა-შვილი სოციალურად დაუცველები არიან.

,,სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში სამი სახლი უკვე აშენდა. მიმდინარე წელს კიდევ 5 ოჯახი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. 2021 წელს, ამ მიმართულებით ადგილობრივ ბიუჯეტში 175 000 ლარია გამოყოფილი.

ავტორი: