თერჯოლაში მერის პოსტზე "ოცნებიდან" კენჭს მანუჩარ რობაქიძე იყრის
თერჯოლის მერის პოსტზე „ქართული ოცნებიდან“ კენჭს მანუჩარ რობაქიძე იყრის. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ პოსტზე მხარი მერის მოვალეობის შემსრულებელს დაუჭიროს.
"მანუჩარი არის სპეციალობით ისტორიკოსი. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში – „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას. მანუჩარს ვუსურვებთ წარმატებებს და თერჯოლის მერად არჩევას.
თერჯოლის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. მანუჩარ რობაქიძე 2022 წლიდან თერჯოლის მერის მოვალეობას ასრულებს.
შუალედური არჩევნები 19 აპრილს გაიმართება.
ავტორი: