|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში, სოფელ სიქთარვის მოსახლეობას 38 წელია წყალი არ მიეწოდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის მოსახლეობა წყალს ითხოვს. ადგილობრივების თქმით, 70 ოჯახს წლის ასაღებად სოფელში არსებულ ერთ ონკანამდე სამი კილომეტრის გავლა უწევს, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის კი წყალს ან მდინარე ძევრულადან იღებენ, ან კიდევ წვიმას ელოდებიან. მოსახლეობის თქმით, 38 წელია წყალი აღარ მოდის მათ ონკანებში, ყველა არჩევნების წინ პირდებიან ამ პრობლემის მოგვარებას.

„38 წელია წყალი არ მოგვეწოდება და რთულ მდგომარეობაში ვართ, ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან  და მერე აღარ აკეთებენ. 70 ოჯახი წვიმის იმედად ვართ, რადგან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის წყლის ტრანსპორტირებას ვერ ვახერხებთ“, -აცხადებენ ადგილობრივები.

თერჯოლის მერის წარმომადგენელი სოფელ სიქთარვაში თამაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ სამუშაოები დაწყებულია და სოფელ სიქთარვის მოსახლეობას წყლის პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ ექნება.

ავტორი: ნიუპრესი