|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში ინფიცირებული პირის სტუმრობის გამო 50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში გადავიდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება. 50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში ვანის კლასტერის გამო მოექცა.

არსებული ინფორმაციით, ვანში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თერჯოლაში იმყოფებოდა. მას შეხება ქონდა მეზობლებთან, რის გამოც, ისინი თვითიზოლაციაში მოექცნენ და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ანალიზი აუღეს ვანში ინფიცირებულების ოჯახის წევრებს, მათ პირველადი ანალიზით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა მოხდა განმეორებითი ანალიზის აღებდა, რომლითაც გაირკვევა, აღნიშნულ პირებს, ხომ არ ქონდათ ვირუსი გადატანილი, რადგან გასულ დღეებში ტემპერატურა უფიქსირდებოდათ.

ამ დროისთვის ვანში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი და მოქალაქეებს ამოწმებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა