თერჯოლაში, ხარაგაულსა და ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარეებად ქალი კანდიდატები აირჩიეს
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში- თერჯოლაში, ხარაგაულსა და ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარეებად ქალი კანდიდატები აირჩიეს. დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარდგინებით სიის პირველი ნომრები აირჩიეს.
თერჯოლაში საკრებულოს თავმჯდომარედ პროპორციული სიის პირველი ნომერი ნინო ჯანელიძე დასახელდა, რომელიც ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ ნატალია კობახიძის კანდიდატურას უყარეს კენჭი და 19 ხმით აირჩიეს.
დეპუტატთა უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარედ ხარაგაულში მანანა ბარბაქაძე აირჩია. მანანა ბარბაქაძეს, ფარულ კენჭისყრაში, ხმა 30-მა საკრებულოს წევრმა მისცა, ხოლო ხუთმა მათგანმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა კი რუსუდან გიორგაძემ დაიკავა.
ავტორი: ნიუპრესი