"თერჯოლიდან შემოყვანილ პაციენტებს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ"
"თერჯოლიდან შემოყვანილ პაციენტებს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ" - ამის შესახებ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.
კლინიკაში ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული. ორი პაციენტი გუშინ დაემატა ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან.
საშუალო ასაკის ქალი და მამაკაცი კლინიკაში სოფელ ღვანკითიდან მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ინფექციონისტებმა მათ ვირუსი დაუდგინეს.
"თერჯოლიდან შემოყვანილ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება ითქვას, რომ პაციენტებს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ"-განაცხადა ექიმმა ედიშერ ასათიანმა.
ექიმის თქმით, დამაკმაყოფილებელია სხვა პაციენტების მდგომარეობაც.
ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ყავთ. დღეს კლინიკას კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი