|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის ცხელების ცენტრში მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტოკული საშუალება აღმოაჩნდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტოკული საშუალება აღმოაჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი გერმანიიდან ცხრა მაისს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც  კარანტინში თბილისში იყო.  ფსიქიკური პრობლემების გამო ის თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილოს თქმით, პირს აუღეს ანალიზი კორონავირუსზე, უარყოფითი პასუხის მისვლის შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც მოხდა შემოწმება.

მამაკაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა, გამოიძახეს პოლიცია და ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც მან სამართალდამცველებს განუცხადა, ის სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით და მედიკამენტები სამკურნალოდ ჭირდებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა