თერჯოლის გზაზე ბუნებრივი აირით დატვირთულ 2 ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
თერჯოლის გზაზე ბუნებრივი აირით დატვირთულ 2 ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მცირე დროში მივიდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს გაზგასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ავტორი: ნიუპრესი