თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლის კლინიკაში. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცი თერჯოლის მკვიდრი იყო, ის კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს, მას თანმდევი დაავადებები ქონდა.
ასევე მძიმე იყო 72 წლის ქალის მდგომარეობა. პაციენტი კლინიკაში 13 ოქტომბერს ტყიბულიდან თანმდევი დაავადებებით შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკაში ასი პაციენტი ყავთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















