თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლის კლინიკაში. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცი კლინიკაში 5 ნოემბერს შეიყვანეს.
მას კოორნავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, ინსულტი ქონდა რამდენჯერმე გადატანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლონიკაში თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან იყო შეყვანილი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იმერეთში - 7.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 566-ს შეადგენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა