|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება გადასცეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის სოციალურად დაუცველმა 97-მა ოჯახმა, მათ შორის მრავალშვილიანებმა და 70 წელს გადაცილებულმა მოხუცებმა დახმარებები მიიღეს- ინფორმაციას იმერერთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

აღნიშნული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" გადასცა.

დახმარებები ოჯახებს რწმუნებულის მოადგილემ და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გადასცეს.

ჯამში “სოკარ ენერჯი ჯორჯიას" საჩუქრები იმერეთში 350 ოჯახზეა გათვლილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა