|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 20-მდე პირის ბოილოგიური კვლევის პასუხს ელოდებიან

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 20-მდე პირის ბოიოლოგიური ნიმუში აიღეს.

მხარის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

"ჩვენ დილიდან დავიწყეთ თერმოსკრინინგი და გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა,  რომ საჭირო გახდა ბიოლოგიური ნიმუშის აღება. ჩვენი ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ, აიღეს ნიმუშები და დღის ბოლომდე გვექნება პასუხი" -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ,  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო დღეს  სოფელ ღვანკი8თი ჩაიკეტა. ღვანკითში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა 10 აპრილს დაფიქსირდა.

ღვანკითში ამ დროისათვის 7 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა