|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსი კიდევ რამდენიმე ადამიანს დაუდგინდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა. ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი.
ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია.
 
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მაცხოვრებელი არ შემოწმდება. 
 
 
"ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც რამდენიმეს აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები, შესაბამისად, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა აიღეს ანალიზები და გვაქვს კიდევ ორი სავარაუდო დადებითი შედეგი. თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება სოფლის სრულად შესწავლა, ეს გაგრძელდება სავარაუდოდ, ორი დღე. ყველა ბლოკ-საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას და ასე იქნება იქამდე, ვიდრე სოფელში რისკის დონე არ იქნება ნულამდე დასული. რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სამივე მაღაზია რამდენიმე საათში დაიწყებს მუშაობას, მათ მიეწოდებათ სასურსათო მარაგი, ასევე გაიხსნება აფთიაქი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო მედიკამენტით, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი მოხმარების ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
 
სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობას რამდენიმე საათში განაახლებენ.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა