|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსს ოთხი პაციენტი ემსხვერპლა

კორონავირუსს ოთხი პაციენტი ემსხვერპლა თერჯოლის საავადმყოფოში. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო

მისივე თქმით,  სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.

"სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. 60-დან 80-წლამდე მამაკაცებს, სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად გულის პრობლემაც ქონდათ. მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეოთხე პაციენტი 92 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო შეყვანილი. ის კლინიკაში შეყვანიდან ნახევარ საათი დაიღუპა. მასაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა"-განაცხადა სარიშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან იმერეთში - 10.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი