|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის სკოლა, რომლის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეოთხე წელიწადია არ დამთავრებულა

„ოცნება“ იმდენად უუნაროა, რომ პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეოთხე წელიწადია არ დამთავრებულა და სასწავლო წელი ვერ იწყება დაუსრულებელი სამუშაოების გამო. თერჯოლის პირველი სკოლა წლებია ასე უფუნქციოდაა.” - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა.

“იმდენად უუნაროები არიან, რომ პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს და პრობლემა წესით არ უნდა ჰქონოდათ, უკვე მეოთხე წელიწადია აქ სასწავლო წელი არ დაწყებულა და წელსაც ვერ ასწრებენ, როგორც ხედავთ. სამუშაოებიც კი არ მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი, მაშინ მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ ახლა ეს სამუშაოებიც გაჩერებულია. აქ ბავშვები იკრიბებიან და ტრანსპორტით გადაჰყავთ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და თერჯოლის პირველი სკოლა კი წლებია უკვე ასე უფუნქციოდაა”, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა