თერმოდეტექტორის უქონლობის გამო "გრანდ მოლის" 10 ათასი ლარით დაჯარიმებას მოვაჭრეები აპროტესტებენ
ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" თერმოსკრინინგ-დეტექტორის უქონლობის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამასთან დაკავშირებით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, მომხმარებლებს სიცხეს უზომავენ, თუმცა ძვირადღირებული დეტექტორების შეძენის საშუალება არ აქვთ.
ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ. ადმინისტრაციის თქმით, 2000 ლარიანი თერმოსკრინინგის ყიდვის საშუალება არ აქვს და ვერც ჯარიმის გადახდას აპირებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















