|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტესტოსტერონი" - მესხიშვილის თეატრში პრემიერაა

დღეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერაა.
 წარმოგიდგენილი იქნება თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, ანჟეი სარამონოვიჩის პიესა "ტესტოსტერონი".  
 სპექტაკლში სიუჟეტი ვითარდება რესტორანში, სადაც  საქორწილოდ გაშლილ სუფრას მხოლოდ შვიდი მამაკაცი შემორჩა. საყვარელი ქალისაგან საკურთხეველთან მიტოვებულ სასიძოს ნათესავები და მეგობრები ამხნევებენ...
ალბათ ხვდებით, როგორია ქალის ღალატით გამოწვეული მამაკაცური რისხვის და შელახული თავმოყვარეობის გრადუსი?! იმასაც მიხვდებით, რომ სადაც მამაკაცები კამათობენ, ჩხუბობენ, საქმეებს არჩევენ, ერთმანეთს ამხელენ, ამშვიდებენ თუ პირადულს აღიარებენ, იქ ცენზურა არ არსებობს...
თუ გაინტერესებთ, რით განსხვავდება ორი საპირისპირო სქესის შეხედულებები, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებთან დაკავშირებით და რას ფიქრობენ მამაკაცები, მოდით და ნახეთ, ჩვენი თანამედროვე, 58 წლის პოლონელი დრამატურგის ანჯეი სარამონოვიჩის გახმაურებული კომედია ,,ტესტოსტერონის" თეატრალური ვერსია, რეჟისორ ნინო მაღლაკელიძის მიერ ქართულ სცენაზე პირველად შემოთავაზებული.
 
მონაწილეობენ: აბელ სოსელია (კორნელი), ბაქარ დეისაძე (ფისტაჰი), სულხან გოგოლაშვილი (სტავროსი), გია საგინაშვილი (ტრეტინი), ლექსო ჩემია (იანისი), ნიკა ნელაძე (ტიტუსი), იოანე იმედაძე (ჭია), სოფიო ჩირაძე (ქალი).
 
სპექტაკლის ნახვა შესაძლებელი იქნება 28,29 და 31 იანვარს. 
დასაწყისი 19-საათზე. 
"ტესტოსტერონი" მესხიშვილის თეატრში დადგმული ნინო მაღლაკელიძის  რიგით მეორე სპექტაკლია.  მისმა პირველმა სპექტაკლმა - "ქარი ქრის ვერხვებში" თეატრალური საზოგადოების აღიარება მოიპოვა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა