თიბისი 7 ოქტომბერს რაგბის ნაკრების მატჩის კიდევ ერთ ღია ჩვენებას გამართავს #ერთადგავიმარჯვებთ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ თიბისისთან ერთად ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, ნაკრების გასამხნევებლად სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. პირველი მატჩის ღია ჩვენება თბილისში შედგა, საგულშემატკივრო ფან-ზონა მოეწყო ქუთაისშიც. მომდევნო თამაშზე ეროვნული ნაკრების გამხნევებას გულშემატკივრები ზუგდიდში თიბისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეძლებენ.
სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა თიბისის ფან-ზონებიდან ექნებათ. 7 ოქტომბერს რიგით მესამე ღია ჩვენება ზუგდიდში ჩატარდება. უელსი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.
ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.
თარიღი & დრო: 7 ოქტომბერი, 15:00 საათი
ლოკაცია: ზუგდიდის სკეიტ პარკი
თამაში: უელსი vs საქართველო
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ
ღონისძიების მხარდამჭერები: ზუგდიდის მერია, საქართველოს პირველი არხი.
ავტორი: