თიბისი ფეის სასარგებლო ფუნქციები, რომელიც აქამდე არ იცოდით [R]
თიბისი ფეის მომენტალური გადახდების სისტემით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს. სწრაფი გადახდის აპარატების და ვებ-გვერდის საშუალებით, მომხმარებელი 1000-მდე სერვისს ერთ სივრცეში იხდის. თუმცა თიბისი ფეი აღარ არის მხოლოდ სწრაფი გადახდის სერვისებზე ორიენტირებული კომპანია და მომხმარებელს სრულიად უნიკალურ, ციფრული ფინანსური სერვისების პლატფორმას სთავაზობს.
თიბისი ფეი ყველასთვის
დღეისათვის ონლაინ გადახდები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სერვისია. უმეტესად ამ ტიპის გადახდებს ბანკები თავიანთ მომხმარებლებს ინტერნეტ ბანკინგის გამოყენებით სთავაზობენ. გარდა ამისა ონლაინ გადარიცხვებისთვის საჭიროა საბანკო ბარათის ქონა. შესაბამისად, აქამდე დისტანციური ფინანსური სერვისები ძირითადად მხოლოდ ბანკის მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ეს რეალობა კი თიბისი ფეიმ შეცვალა.
მნიშვნელობა არ აქვს რომელი საბანაკო ბარათი გაქვთ, ან საერთოდ გაქვთ თუ არა ბარათი, დისტანციური ფინანსური სერვისების პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია. თიბისი ფეის გამოყენება ყველას შეუძლია დამოუკიდებლად იმისგან, რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ ან ხართ თუ არა ბანკის მომხმარებელი საერთოდ. სისტემა საშუალებას გაძლევთ მიაბათ პირად ანგარიშს ნებისმიერი საბანკო ბარათი და მისი საშუალებით განახორციელოთ სხვადასხვა სერვისის გადახდა.
თუ თქვენ არც ერთი ბანკის მომხმარებელი არ ხართ და შესაბამისად არ გაქვთ საბანკო ბარათი, ამ შემთხვევაში თიბისი ფეი გთავაზობთ ელექტრონული საფულით სარგებლობას. ელექტრონული საფულე ჩვეულებრივი საფულის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ თანხას ვირტუალურად, თიბისი ფეის პირად ანგარიშზე შეინახავთ. ელექტრონულ საფულეში თანხის ასახვას თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატებით საკომისიოს გარეშე შეძლებთ, ამის შემდეგ კი თანხას თქვენი ნება-სურვილით განკარგავთ - შეძლებთ გადაიადოთ 1000-ზე მეტი კომპანიის უამრავი სერვისი, თანაც ბარათის საკომისიოს გარეშე. ასევე შესაძლებელია ერთი საფულიდან სხვა მომხმარებლის საფულეზე თანხის გადარიცხვას უფასოდ.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც თიბისი ფეის ფინანსურ სერვისებს საბანკო სექტორისგან გამოარჩევს, მისი კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომობაა. თუ თქვენ საბანკო გადარიცხვას არასამუშაო პერიოდში ეცდებით, სავარაუდოდ მოგიწევთ თანხის ასახვისთვის ლოდინი. ეს მომენტი კი შეგიძლიათ სრულიად დაივიწყოთ - თიბისი ფეის გადარიცხვის სერვისები გადარიცხვების მომენტალურ ასახვას გთავაზობთ
ყველა საჭირო ფუნქცია ერთ აპლიკაციაში
TBC Pay მომხმარებლებს ახალ, ფუნქციურად დატვირთულ და გამოსადეგ მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. როგორც წესი ტელეფონი ყველას ყოველთვის თან გვაქვს. შესაბამისად, ნებისმიერი საჭიროებისას მარტივად ვახერხებთ ფინანსური გადახდების განხორციელებას. თიბისი ფეის კვლევამაც აჩვენა, რომ მომხმარებლებისთვის მობილური ტელეფონით გადახდების შესრულება ბევრად მოსახერხებელია. სწორედ ამის გამო შეიქმნა ახალი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.
აპლიკაცია გამოირჩევა მარტივი ნავიგაციით, დახვეწილი დიზაინით, მობილურის ეკრანის ზომას იდეალურად მორგებული ინტერფეისით და სერვისების მოსახერხებლად ძებნის ფუნქციით. აქ ყველაფერს ნახავთ, რაც გჭირდებათ. შესაძლებელია, როგორც თანხის გადარიცხვა, ასევე სერვისების გადახდა. გარდა ამისა, მომხარებელს შეუძლია მობილურის ნომრით გადარიცხვა, დავალიანების შეხსენების ფუნქციის ჩართვა, ავტომატური გადახდებით სარგებლობა, გადახდების ისტორიის ნახვა, შაბლონების შექმნა და ა.შ.
ერთ საინტერესო და სასარგებლო ფუნქციაზე კი ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება, ეს არის თანხის მოთხოვნის სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე უნიკალურია. თიბისი ფეი გიმარტივებთ ცხოვრებას და თავიდან აგარიდებთ ისეთ უხერხულ მომენტებს, როდესაც საჭირო ხდება ვინმესთვის თანხის მოთხოვნა. როდესაც მეგობრის დაბადების დღისთვის საერთო საჩუქარს ყიდულობთ, ან რესტორანში ვახშმის შემდეგ თანხის გაყოფას იწყებთ, ან თუნდაც კინოში წასასვლელ ბილეთებს ერთად ყიდულობთ, საჭირო ხდება თანხის გაყოფა. ამ შემთხვევაში აპლიკაციაში მარტივად მიუთითებთ გასაყოფი თანხის რაოდენობას, აირჩევთ მონაწილე პირთა ტელეფონის ნომრებს და მათ SMS-ის საშუალებით მიუვათ თანხის მოთხოვნის შეტყობინება. მასში მითითებული ბმულის გამოყენებით კი თანხა ანგარიშზე ჩაგერიცხებათ.
თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია თავისი სასარგებლო ფუნქციებით ნამდვილად შეგიცვლით ნებისმიერ ინტერნეტ-ბანკს. თანაც მისი გამოყენება ყოველთვიური საფასურის გადახდას არ მოითხოვს, არც საბანკო ბარათის შეკვეთა დაგჭირდებათ. აირჩიეთ სწრაფი, სანდო და დაცული სისტემა თქვენი ფინანსების უკეთ განკარგვისთვის. ასე უფრო მარტივია!
აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული:
iOS-ისთვის - App Store
ანდროიდისთვის - Play Store
ავტორი: ნიუპრესი