|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გაიმართა

9 თებერვალს, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ახალი C-HR-ის პრეზენტაცია შედგა, ღონისძიება განახლებულ, კონცეპტუალურ შოურუმში გაიმართა. 

გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ტოიოტა კავკასიისა და ტოიოტა ევროპის წარმომადგენლები. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი 2014 წელს მიიღო და მიმდინარე წელს დაარსების ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

რაც შეეხება განახლებულ C-HR-ს, მისი ყველა ვერსია ჰიბრიდია და მართვის 4 რეჟიმი გააჩნია: ეკო, ნორმალი, სპორტი და Custom, რომელიც გარკვეული პარამეტრების მძღოლის მიერ შერჩევას გულისხმობს. ელეგანტური დიზაინის მქონე მოდელში მონაცემების პროექცირება საქარე მინაზე ხდება, ასევე, განთავსებულია ორი დიდი ზომის სენსორული ეკრანი და საზომ ხელსაწყოთა ციფრული სისტემა, რაც ავტომობილის მართვას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. 

ქართველი მომხმარებელი C-HR-ის განახლებული მოდელის გამოცდას მომავალი კვირიდან შეძლებს, მისი ლიზინგით შეძენის შემთხვევაში კი, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს. 

„თიბისი ლიზინგი „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ერთგული პარტნიორია, შესაბამისად, ჩვენთვის პატივია ვიყოთ მისი მხარდამჭერი ისეთ არაჩვეულებრივ ინიციატივაში, როგორიც ახალი კონცეპტუალური შოურუმის გახსნა და მოთხოვნადი მოდელის წარდგენაა. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში შევქმენით ლიმიტირებული შეთავაზება, რაც პირველ 10 მომხმარებელს მისცემს საშუალებას შეიძინოს TOYOTA C-HR 2000 ლარამდე ფასდაკლებით და მიიღოს საჩუქრად 2 წლიანი გეგმიური მომსახურება უფასოდ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მოდელის ძველი ვერსიებიც დიდი სიყვარულით სარგებლობდა, თუმცა განახლებული ვერსია კიდევ უფრო დიდ მოწონებას დაიმსახურებს.“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი. 

“ინოვაციების დანერგვა „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უწყვეტი პროცესია. ვცდილობთ, ყველა ის სიახლე, რაც ავტოინდუსტრიაში ჩნდება, ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში მაქსიმალურად მოკლე დროში გადმოვიტანოთ. შედეგად, ტოიოტას პირველი წარმომადგენლები ვართ რეგიონის მასშტაბით, სადაც ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. განვაახლეთ ინტერიერი და დავამატეთ სამუშაო პლატფორმები სერვისში. მრავალფეროვანია სამოდელო რიგი, ფართოა პროდუქციის არჩევანიც - ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ყველა საჭიროება თუ სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

 გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელი წარვუდგინეთ. გვსურს,  ავტომობილი მომხმრებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.“ - მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა