თიბისიმ უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად ანგარიში გახსნა და პირველი დონაცია გაგაკეთა
თიბისი, უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივ ანგარიშს ხსნის და პირველი დონაციის სახით, 200 000 ლარს რიცხავს
უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივი გადარიცხვებისთვის, თიბისი ანგარიშს ხსნის.
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, თიბისის ანგარიშზე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
გუნდის სახელით, პირველ, 200 000 ლარის ოდენობის დონაციას თიბისი განახორციელებს.
შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე.
ლარის ანგარიშის ნომერი:
#GE68TB7318736080100007
მიმღები: ააიპ თიბისელები
დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:
#GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI
ავტორი: ნიუპრესი