|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისის პარტნიორი კომპანია 1plus1-ის მიერ შექმნილი უნიკალური აპლიკაცია, მომხმარებელს ყველაფრის გაორმაგებაში ეხმარება

1plus1 თიბისისა და აწარმოე საქართველოს ინოვაციური სტარტაპის გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 თვის წინ დაიწყო.

იდეა, რომელიც მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, დიანა ლაჭყეპიანმა და ზურაბ რცხილაძემ ბიზნესად აქციეს, უმარტივესია:

 „ადამიანს ყოველთვის სურს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე იხდის. მარკეტინგული ხერხი 1+1 მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც თავს მოუყრიდა ასობით სხვადასხვა ბიზნესის პროდუქტსა თუ სერვისს და მარტივი აპლიკაციის სახით, შესთავაზებდა მომხმარებელს. ადამიანი რეგისტრირდება, ყოველთვიურად იხდის სულ რაღაც 9.80 ლარს და სარგებლობს 1+1 მომსახურებით ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. მაგალითად, უკვეთავთ ერთ პიცას, მეორეს კი უფასოდ იღებთ. სპორტდარბაზში იხდით ერთი თვის საფასურს, მეორე თვე კი უფასოა, ან იხდით ერთი ადამიანისას, მეორე ადამიანს კი უფასოდ ეკუთვნის იგივე სერვისი“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ რცხილაძე.

კომპანია 1+1-ის პარტნიორი უკვე ასობით სხვადასხვა სახის ბიზნესია: სასტუმროები, სწრაფი კვების ობიექტები, საბილიარდოები, სპორტული დარბაზები, ტატუს სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები, სტადიონები, რესტორნები, საბავშვო მაღაზიები. მოკლედ, უამრავი სრულიად განსხვავებული პროდუქტი თუ მომსახურება, რომელიც მომხმარებელს 1+1-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს.

„ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს თანხის გაორმაგებაში დაეხმარება. ჯერჯერობით ვებგვერდი გვაქვს https://1plus1.ge, ხოლო აპლიკაცია დასრულების ეტაპზეა და მზად ერთ თვეში იქნება. აპლიკაცია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველა, ვინც გაიაქტიურებს მას, იოლად ნახავს რამდენი დაზოგა თვის განმავლობაში. ყველგან, სადაც ამ აპლიკაციას გამოიყენებთ, მოხდება მისი დასკანერება და ცხადი იქნება, თვის ჭრილში რა თანხა დაიზოგა. 9.80 ლარის გადახდით მომხმარებელი შეძლებს ათასი, ორიათასი, სამიათასი ან მეტი ლარი გაიორმაგოს. მაგალითად, თუ სასტუმროს ნომერს უკვეთავთ, რომელიც ღამე 300 ლარი ღირს, მეორე ღამეს უფასოდ რჩებით, ანუ 300 ლარს იორმაგებთ“.

მსოფლიო ბაზარზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობა იგივე დარჩება, მხოლოდ ვალუტა შეიცვლება – ევროპის მასშტაბით 9.80 ევრო იქნება, აშშ-ში კი – 9.80 დოლარი.

ბიზნესი, რომელიც მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობას მხოლოდ ახლა იწყებს, საქართველოს მასშტაბით უკვე ორასამდე პარტნიორ კომპანიას ითვლის, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, ყოველთვიურად, დაახლოებით, ას კომპანიას მაინც იმატებენ. ზაფხულის ბოლომდე მინიმუმ 500-600 კომპანიასთან პარტნიორობაა დაგეგმილი, მათ შორის ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდები.

„როცა კომპანია შესაბამის მასშტაბზე გავა და ყველაფერი ჩვენი გეგმისა და ვარაუდის მიხედვით განვითარდება, დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოსთვის გადასახადი მოიხსნას. დიახ 1+1 სერვისის მიღება სრულიად უფასო იქნება“.

ეს აპლიკაცია და მომსახურება უნივერსალურია, 1+1 პლატფორმა გაორმაგების პლატფორმაა და ყველა ასაკობრივ თუ სოციალურ ჯგუფს ეხება. აქედან გამომდინარე, კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

„ჩვენს მიერ შერჩეული ახალგაზრდების გუნდი, დაახლოებით, 30 ადამიანს ითვლის. იგეგმება, რომ ყოველ თვე 10-15 ადამიანი დაემატება გუნდს. საქართველოს მასშტაბით 200-250 კაციანი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. ამჟამად მხოლოდ ორი ოფისი გვაქვს, თბილისსა და ბარსელონაში.  მალე, უკვე ზაფხულში, ოფისი ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება. ივლის-აგვისტოში მილანის ოფისის გახსნა იგეგმება, ეტაპობრივად კი სხვა ევროპული ქალაქებიც დაგვემატება“.

კომპანიის წარმომადგენლების, ლევან რცხილაძის და კონსტანტინე რაზმაძის თქმით, ბარსელონა იდელური ქალაქია ევროპის დასაპყრობად. ესპანეთის 2 ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში, 1+1-მა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბარსელონას ოფისის ხელმძღვანელი, როინ შიოშვილი ფიქრობს, რომ ბრენდი მალე მოედება მთელ ესპანეთს. 2024 წლის დასასრულს კომპანია 14 ევროპული ქალაქის „დაპყრობას“ გეგმავს.

1plus1 ქართული ბრენდია, რომლის  მისიაც ევროპის მაშტაბით ასპარეზზე გამოჩენაა და რომლის გეგმებსაც საზღვარი არ გააჩნია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა